საფრანგეთში დიდთოვლობაა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, 200 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა იზერის დეპარტამენტში. თოვლით დაფარული ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობებით, ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა.

ამ დროისთვის შვიდ დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხდა გრენობლსა და ლიონს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც. მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გამართავს