კინზინგერი – საქართველოზე: "პროპორციული სისტემის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის"

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება.

როგორც კონგრესმენი განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი ხალხი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებაა. 

კინზინგერი წერს, რომ რეფორმის ჩაგდებით გაოცებული დარჩა, ვინაინად გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს რეფორმის განხორციელება გარდაუვალი ჩანდა. 

"ეს იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებადია და გამოსწრდება ძალიან მალე,"- წერს კინზინგერი გავრცელებულ განცხადებაში. 

კონგრესმენის განცხადებით, კავკასიის რეგიონზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანა მისი რეპრესიული მმართველობის გამოა. 

"საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე მათმა პარლამენტმა აჩვენა მათ დღეს," - წერს კინზინგერი. 

როგორც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა. 

"ქართველებს სურთ ხელისუფლებას ხალხისგან, ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ უნდათ მთავრობა, რომელიც დასავლეთს უფრო მეტად უსწორებს გვერდს და მათ სურთ, რომ ქვეყანა NATO-ს მოკავშირე იყოს. 

ამ კონსტიტუციური შესწორების მიღების ჩავარდნა ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება და დაანგრევს იმ პროგრესს, რომლითაც საქართველო ცდილობს, მიაღწიოს სრულ დამოუკიდებლობასა და გამიჯვნას აგრესიული, ხელმყოფი მეზობლის, რუსეთისგან,"- წერს კინზინგერი. 

ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. ამასთან, დღეს საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც. 

ამასთან, საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს პარლამენტთან, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"