ცხინვალის "სახელმწიფო რადიოზე" ქართული ხმები ისმის

ქართულმა რადიოსადგრმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო რადიოსადგურ "Ир-FM"-ის ტალღა 102.3-FM დაიკავა და უკვე მესამე თვეა, ცხინვალელები ოსური გადაცემების ნაცვლად, ქართულ მუსიკას უსმენენ. ოსური მხარე პრობლემას ჯერ-ჯერობით ვერ აგვარებს. ამის შესახებ ინფორმაციისა და ბეჭდვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა.  

როგორც ირკვევა, რადიოსადგურ "Ир-FM"-ზე პრობლემები აგვისტოში დაიწყო, სიგნალი 7 აგვისტოს გაქრა. პრობლემის გადაჭრას ოსური რადიოსადგურის ხელმძღვანელობა ინფორმაციისა და ბეჭდვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტთან ერთად ცდილობდა, მის შესახებ ეცნობა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვსაც. საუბარი იყო ახალი აპარატურის შეძენაზე, თუმცა როდის განაახლებს მაუწყებლობას ერთადერთი ფე დაქტო სახელმწიფო რადიოსადგური - ამ დრომდე უცნობია.    

ცნობისთვის: რადიო "Ир-FM" ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი უძველესი მედიასაშუალებაა. მან მაუწყებლობა 1932 წლის აპრილში დაიწყო და მას შემდეგ აპარატურა არ განახლებულა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება