ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინის ოძეკობა ისევ გადაიდო

ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მესამე მარცხი განიცადა და ამ დროისთვის მისი ბალანსი 9/3–ია. ქართველი ფალავანის დამარცხება მე-7 მაეგაშირა კაისეიმ მოახერხა.

მიუხედავად დღეს განვითარებული მოვლენებისა, ტოჩინოშინს კვლავ აქვს შანსი, იბრძოლოს როგორც ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის, ისე სუპერტურნირის ჩემპიონობისთვის. მას ოძეკობამდე ერთი გამარჯვება აშორებს. 24 მაისს ტოჩინოშინი  ასანოიამას შეერკინება.


 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp