მოსკოვი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. 

"გაცნობებთ, რომ 17 ნოემბრის 15:00 საათიდან თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური ძალების მხრიდან დაგეგმილი რამდენიმე ანტისამთავრობო მიტინგი და დემონსტრაცია. ქალაქში გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. ჩვენი სექცია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოგვმართონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: +995 (32) 291-24-53", – წერია მიმართვაში. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს