მედია – რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში დაკავებულ გემებს დაუბრუნებს

რუსეთი უკრაინას 2018 წლის 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში დაკავებულ გემებს დაუბრუნებს. მხარეები უკვე ათანხმებენ დეტალებს, – სამი ხომალდის გადაცემის დროსა და ადგილს. საკითხი „ნორმანდიული ფორმატის“ 9 დეკემბრისთვის დაგეგმილ სამიტამდე უნდა გადაწყდეს, – იუწყება რუსული გამოცემა „კომერსანტი“. 

მისივე წყაროს ცნობით, რუსული მხარე უკრაინულს ხომალდებს საშტატო შეიარაღებით, თუმცა საბრძოლო მარაგის გარეშე დაუბრუნებს, რომელიც რუსეთში დარჩება, როგორც მტკიცებულებები მოსკოვის მიერ ქერჩის ინციდენტის გამო აღძრულ სს საქმეში.     

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა