სუს–ი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ–ერთი ხელმძღვანელის ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს–ი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ–ერთი ხელმძღვანელის ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ: 

"უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში  მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით  ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში  დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ  ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი  სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ  წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015  წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს  რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური  სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ  ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"