რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა

რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა. 

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პონტიფიკოსმა სისხლის სამართლის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს ისაუბრა.

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები მას ჰიტლერს აგონებენ. ის ადამიანები კი, რომლებიც ბოშებისა და ებრაელების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ნაცისტებს. 

მისი თქმით, ასეთი მოქალაქეები არც ადამიანები და არც ქრისტიანები არ არიან.

„მინდა, გამოვტყდე, რომ როდესაც იმ ადამიანების გამოსვლას ვისმენ, რომლების წესრიგის შენარჩუნებასა და ქვეყნის მართვაზე არიან პასუხისმგებლები, 1934 და 1935 წლებში ჰიტლერის გამოსვლები მახსენდება. ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა დღეს სიძულვილისა და მკვლელობის კულტურას წარმოადგენს. ეს არის ის, რაც მაშინ ხდებოდა და დღესაც ხდება“, – განაცხადა კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა