"ყოველთვის გაოცებული ვრჩები გამოკითხვის შედეგებზე გაკეთებული კომენტარებით"

ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი NDI–ს კვლევებზე გაკეთებული კომენტარებით გაოცებულია. 

"ყოველთვის გაოცებული ვრჩები გამოკითხვის შედეგებზე გაკეთებული კომენტარებით: "გამოკითხვის შედეგები არ არის ვალიდური, რადგან არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა მისი მცდარობა”.

გამოკითხვის ელემენტარულად, წაკითხვის შედეგად შესაძლებელია გაგება, რომ:

1. უმრავლესობას(60%) არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას;

2. მცირე უპირატესობით სჭარბობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მათ შორის, ვისაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის აძლევდა ხმას;

3. ქართველთა უმრავლესობას სურს არჩევანის გაკეთება.

რატომ არის ასეთი რთული იმის გაგება, რომ მათგან, ვისაც წინასწარ არ აქვს გადაწყვეტილი, უმრავლესობა ირჩევს მმართველ პარტიას? რატომ ამტკიცებს ეს, რომ გამოკითხვები მცდარია? ცხადია, რომ მეტი განათლება გვჭირდება”.


ცნობისთვის: მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, აღნიშნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები სანდო არ არის და მათი შეფასებით, ამას არჩევნები ადასტურებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი