ფინანსთა მინისტრის მოადგილე: „ლარი არ უნდა უფასურდებოდეს“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სადღეისოდ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე ეროვნული ვალუტის კურსი არ უნდა უფასურდებოდეს.

ამის შესახებ  გიორგი კაკაურიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა.

„ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე ლარის კურსი არ უნდა უფასურდებოდეს. შესაბამისად, მე ნამდვილად არ ვიცი, მაისში თუ რაიმე კონკრეტული მოთხოვნაა, რის გამო გაიზარდა. ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენ მუდმივად კრიტიკა გვაქვს და დღესაც გვქონდა განხილვა, რომ დაგეგმილი მაჩვენებლების აუთვისებლობა იყო, გარკვეულწილად და ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რაღაც გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიწია არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება [გაყიდის თუ არა რეზერვებს]. მე არ ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს და რეზერვები გაყიდოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებაში 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებაში კი  დაახლოებით 5 თეთრით. ეროვნული ბანკის 23 მაისის ვაჭრობის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.11 ლარი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია