ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმების პირველი ნაწილის საკვანძო საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კონსტრუქციულ გარემოში იმსჯელეს სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე და მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა