ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის შვილი: "წითელი ჯვარი" მის მონახულებას ვერ ახერხებს"

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის განცხადებით, "წითელი ჯვარი" დაკავებული ექიმის მონახულებას ვერ ახერხებს".

"ჩართულია საერთაშორისო "წითელი ჯვარი", რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება. ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში. გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი", – წერს ვაჟა გაფრინდაშვილი შვილი სოციალურ ქსელში. 

მისივე ცნობით, ოკუპანტების მიერ დაკავებული და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ერთ-ერთი პირი მოინახულეს და ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღეს:

"გუშინ ვიყავით ერთერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაანთავისუფლეს. სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში. მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და “საზღვარი” გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე. მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი".

ცნობისთვის: ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის მიზანმიმართულად გადაკვეთის" ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

იხილეთ ასევე: წნელისის კრიზისის ტყვეობაში: ცხინვალი თბილისს “ახალგორელების საპროტესტო კამპანიას” უმზადებს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"