ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციის თანამხად, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, შესაძლოა რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს.

მინისტრის თქმით, გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

"წითელ ჯვარს" ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ", – განაცხადა, პირველი არხის" ცნობით, მინისტრმა. 

ცნობისთვის: ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის მიზანმიმართულად გადაკვეთის" ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

იხილეთ ასევე: წნელისის კრიზისის ტყვეობაში: ცხინვალი თბილისს “ახალგორელების საპროტესტო კამპანიას” უმზადებს


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა