ოფიცილაური თბილისი აფხაზეთში სლოვაკური დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სლოვაკურ მხარეს უკვე დაუკავშირდა.

„აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ უკვე აცნობა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.  გარდა ამისა, საელჩო ამ დღეებში გეგმავს ამ ჟურნალისტის ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთს ოთხდღიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ამ ვიზიტის პრედისტორია ჟურნალისტებს გუშინ აფხაზური სავაჭრო–სამრეწველო პალატის ტურიზმის სამმართველოს უფროსმა ინარა დაუროვამ გააცნო.

"2017–2019 წლებში ჩვენი უწყების დელეგაცია სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა და აფხაზური პავილიონი ღონისძიების როგორც ორგანიზატორებს, ისე მნახველებსა და მონაწილეებს  შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეწყო საინფორმაციო–სარეკლამო ტური სლოვაკეთის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი პირადად ადგილზე გაცნობოდნენ აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქ ტურები დაეგეგმათ", – დაუროვამ.  

სლოვაკმა სტუმრებმა მოინახულეს სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა, აფხაზებმა მათ სოფელ დურიფშში საგანგებოდ მათთვის გაშლილ სუფრაზე უმასპინძლეს. დელეგაციის ერთ–ერთმა წევრმა – როგორც ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტო „Spis Travel“–ის ხელმძღვანელმა ლადისლავ ვასტუშკომ უამბო, მისი ფირმა ტურებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აწყობს, ამ მხრივ ჯერ უკრაინით დაიწყო, ხოლო შემდეგ ბიზნესი რუსეთზეც განავრცო.

„5 წლის წინ სოჭში ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავით ჩასულები და იქ აფხაზებს შევხვდით, რომლებმაც ამ ქვეყნის შესახებ გვიამბეს. უკვე მაშინ გამიჩნდა აფხაზეთში ტურების ორგანიზების იდეა, თუმცა იმ დროისათვის შესაბამისი კონტაქტები არ გვქონდა. ახლა დავინახეთ, რომ არსებობს ჩვენი ტურისტებისთვის აფხაზეთის ჩვენების შესაძლებლობაც. იმედი მაქვს, აქ ტურებს მალევე მოვამზადებთ, რათა მათ უკვე წელს შეძლონ ჩამოსვლა და თქვენი ულამაზესი ქვეყნის ნახვა", – განაცხადა ვასტუშკომ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასასვლელად რომელი მარშრუტია სლოვაკი ტურისტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი, როგორ სტუმრებმა განაცხადეს ტურისტებს ორი – რუსული და აფხაზური ვიზის გაფორმება და სოჭის გავლით მგზავრობა მოუწევთ, სოჭამდე კი ორი მარშრუტი არსებობს – ბრატისლავიდან მოსკოვის გავლით, ან ქალაქ კოშიცედან (სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილი) სტამბოლის გავლით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა