"იმედი მაქვს, ექიმი გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლების შესახებ ცნობები დადასტურდება"

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმიანება.

„იმედი მაქვს, ექიმი გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლების შესახებ ცნობები დადასტურდება. როდესაც ჯანდაცვასთან და განათლებასთან წვდომა ასეთი კრიტიკულია სამხრეთ ოსეთში, რთული გასაგებია, რა სარგებელს იღებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლება ექიმების დაკავებით“,- წერს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ