აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტის ინციტიატორები საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეები  ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი არიან. 

აქტში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა. 

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 

აქტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ მიმართულებით კი, სახელმწიფო მდივანს შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის მომზადებას ავალებს. 

გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ–ს, დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ამასთან, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp