ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ

დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართება. ექიმები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები სხვადასხვა კლინიკასთან 12:00 საათზე შეიკრიბებიან და მდუმარედ გააპროტესტებენ საოკუპაციო ძლების მიერ ექიმის დაკავებას.

"თეთრი ხალათების აქცია" დიდ ქალაქებში გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ ექიმების ნაწილი გაემგზავრება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღრე სოფელ ერგნეთში და იქიდანაც მოითხოვს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვროს განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლორებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლაროტიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფი სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება