პატრიარქმა შვეიცარიის ელჩთან ოკუპაციაზე ისაუბრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ ფრანცენი მიიღო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე ესაუბრა. 

​როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ მოსახლეობას, მათ შორის სასულიერო პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დაახლოებასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

„კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მან ამასთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის იმედი გამოთქვა და ისაუბრა სახალხო დიპლომატიის დადებით მხარეებზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე.

მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ მოსახლეობას და მათ შორის სასულიერო პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დაახლოებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

შვეიცარიის ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის და საინტერესო იდეების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. ბ-ნ პატრიკ ფრანცენის თქმით, შვეიცარია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მის მხარდაჭერას.

ელჩმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა წიგნი, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიის მსგავსებებს წარმოაჩენს სხვადასხვა კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"