ესტონეთი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

„მოვუწოდებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის მიზანმიმართულად გადაკვეთის" ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

იხილეთ ასევე: წნელისის კრიზისის ტყვეობაში: ცხინვალი თბილისს “ახალგორელების საპროტესტო კამპანიას” უმზადებს

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა