ბელარუსის პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა

ბელარუსში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად,  პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა. 

2016 წლის არჩევნების დროს, ბელარუსის პარლამენტში ოპოზიცია ორი მანდატით იყო წარმოდგენილი.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას საუკუნის მეთხედზე მეტია მართავს, აცხადებს, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ლუკაშენკოს თქმით, თუ ხალხს სურს, შეუძლიათ 2020 წელს აღარ აირჩიონ. "მენდეთ, ეს არც თუ ისე რბილი სავარძელია“,- განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"