მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

ეროვნულ გმირის მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს – მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა 26 მაისს სიურპრიზები იგეგმება.

"რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp