“გენოციდის საკითხში სამხრეთ ოსეთის ინტერესები საერთაშორისო ინსტანციებში შესაძლოა, იტალიელებმა წარმოადგინონ”

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 1919-1920 წლებში სამხრეთ ოსების გენოციდის საკითხზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში ამ რესპუბლიკის ინტერესები საერთაშორისო ინსტანციებში შესაძლოა, იტალიელმა იურისტებმა წარმოადგინონ” - ამის შესახებ რუსულ მედიას ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განუცხადა, რომელიც “ევროპული ტურნეს” ფარგლებში ამჟამად იტალიურ ქალაქ მილანში იმყოფება.

“მომავალ წელს მთელი ოსი ხალხი ამ ტრაგიკული მოვლენების მე-100 წლისთავს აღნიშნავს. ნეაპოლში ვიზიტის დროს ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართე ადგილობრივი იურიდიული წრეების წარმომადგენლებთან, კერძოდ, საადვოკატო ბიურო Libonati & Libonati-ს ხელმძღვანელთან, პროფესორ ანტონიო ლიბონატისთან და იგი დამთანხმდა, განსახილველად შესაბამისი საბუთები მიიღოს ამ უკანასკნელთა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის გვემახსოვრება ის დანაშაულები, რომლებსაც ქართველი ნაციონალ-მენშევიკები ჩადიოდნენსამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმარტ. ამჟამინდელი ქართული სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, მით უფრო, რომ თავი აქვს გამოცხადებული 1918-1921 წლის რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. […] მთლიანობაში, 1920 წელს დაღუპული ოსების რაოდენობამ სამხრეთ ოსეთის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10% შეადგინა. მსგავს დანაშაულებს სიძველის ვადა არ გააჩნიათ” - განაცხადა მედოევმა. 

დე ფაქტო მინისტრის თქმით, პარასკევს იგი გეგმავს, მიმართოს ევროპარლამენტს თხოვნით, “განიხილოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართვა საქართველოს მხრიდან 1920 წელს ოსი ხალხის გენოციდის თაობაზე”.

ცნობისთვის: ოსურმა დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენოციდის აღიარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის პარლამენტს მიმართა, სადაც ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სექტემბერში სამუშაო ჯგუფი შექმნეს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ “კარგი იქნება, საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კარგად იცოდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის უძველესი ისტორია, თუ დღეს მათთან ურთიერთობების დარეგულირება სურთ».

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა