ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე დემონსტრანტი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან ძველი თბილისის პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, პატიმრობიდან ასეე გათავისუფლდნენ დღეს უსთავლის გამზირზე დაკავებული დემონსტრანტები ზუკა ბერძენიშვილი და ანა ჭარხალავილი.

რამდენიმე პირი ისევ რჩება პატიმრობაში. ისინი ძველი თბილისის რაიონული განყოფილებიდან წინასწარი დაკავებისნ იზოლატორში, სავარაუდოდ, თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან დაკავებულების მხარდამჭერები.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თავად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. 

„ემი დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც პიკეტირებას ვახდენდით. ძირს დავსხედით, გვეგონა, არ გადაგვივლიდნენ, მაგრამ დაიწყეს გადავლა. დაკავების ფორმალური საფუძველი იყო ხულიგნობა და დაუმორჩილობლობაა, ამ მუხლით მაკავებენ ყოველთვის. ჩემთან ერთად დაახლოებით, 10 პირი დააკავეს – ზუკა ბერძენიშვილი, იმედა კლდიაშვილი, ბექა ბასილაია... როგორც პოლიტიკოსს და ცნობად სახეს, როგორც ჩანს, განსაკუთრებულად მომექცნენ და ხელწერილი მომცეს, რომ გამომიძახებენ უნდა გამოვცხადდე“,– განაცხადა ჯაფარიძემ.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემით ვადამდელი არცევნების ჩატარების მოთხოვნით რუსთაველზე მიმდინარე აქციის წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა: სპეცრაზმმა დემონსტრანტებისგან გაწმინდა პარლამენტის ყველა პიკეტირებული შესასვლელი. ოპოზიცია გეგმების შეცვლას არ აპირებს.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს