უსუფაშვილი დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ: „ყველა გაოცებული და აღშფოთებულია“

მოძრაობა „შენების“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საუბრის დეტალებს ამჟღავნებს და ამბობს, რომ „ყველა გაოცებული, აღშფოთებული და გაკვირვებულია, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ასეთი დანაპირების შეუსრულებლობა“. 

„ე.წ. გერმანული მოდელის შინაარსის გარდა, ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, 76 ხმა რომ არის საჭირო. რამდენიმე ელჩმა პირდაპირ მითხრა, ასეთი რამე რომ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მათ მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმი, „ოპოზიცია არა ახალ რამეს, არამედ დანაპირების შესრულებას ითხოვს, ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ დაკეტა თემა და ახლა ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს კანონდამრღვევ ბანდიტებად“:

„ამ შესრულების გზაც ჩვენ მოვუტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ოპოზიციამ მოიფიქრა გამოსავალი. სწორედ „გერმანული მოდელი“ იყო ივანიშვილისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა“.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირებული შესასვლელები ძალის გამოყენებით დაშალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ გეგმების შეცვლას არ არ აპირებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრიტანეთის ელჩი ზურაბიშვილის განცხადებას აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება