რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისისთვის

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიეები. 

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს.გარდა თბილისისა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ადგილზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, საბავშვო აქტივობები.ამასთან, როგორც პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იგეგმება სიურპრიზიც. 

"რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"