კარპენტერი: “მმართველი პარტია სამოქალაქო უკმაყოფილებას ამძაფრებს“

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღებით  მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამოქალაქო უკმაყოფილებას ამძაფრებს. 

“მნიშვნელოვანია, მთავრობამ პატივი სცეს მოქალაქეთა უფლებას, თავისუფლად გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი. ამბობენ, რომ მოქალაქეებს პარლამენტის შენობის პიკეტირების კანონიერი უფლება არ აქვთ. ვფიქრობ, საჭირო იქნება, ორმა მხარემ შეიმუშავოს ისეთი გეგმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეეძლებათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა და საკუთარი შეხედულებების გაჟღერება პარლამენტის ფუნქციონირების ხელშეუშლელად. ამასთან, მთავრობამ დიალოგი უნდა აწარმოოს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებთან, პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის საკითხის განსახილველად, როგორც ამ ზაფხულს იყო დაპირებული. მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან ცინიკურია, რომ ეს პირობა ჯერ დადო და შემდეგ უკან წაიღო. აღნიშნული ქმედებით მმართველი პარტია სამოქალაქო უკმაყოფილებას ამძაფრებს“, – განუცხადა „აქცენტს“ კარპენტერმა. 

ცნობისთვის: თბილისში, პარლამეტთან აქცია ძალოვანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტი ხელისუფლების მიერ დადებული პირობის უკან წაღებას მოჰყვა. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს