რუსთაველზე პროტესტი 19 ნოემბერს განახლდება

პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე პროტესტი ხვალ, 19:00 საათზე განახლდება. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები ხვალ, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას და რუსთაველზე დაკავებული დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავენ. 

ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის განახლებამდე აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

"მანამდე პარტიებთან კონსულტაციებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებ. სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე პროტესტი პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ დაიწყო, თუმცა 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართა და დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პიკეტირება მოახდინეს. დღის მეორე ნახევარში პიკეტი პოლიციამ ძალის გამოყენებით მოხსნა და ამის შემდეგ პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა დაგვიანებით განახლდა. პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები. სხდომას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდმარე უძღვებოდა, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის განცხადებით კი ახლა დებატების დრო არაა, ხელისუფლებამ კი დიალოგის რეჟიმი ამოწურა.

ოპოზიციური ლიდერები დღეს დიპლომატებსაც შეხვდნენ. 

რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებისას 20–მდე პირი დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება