ივანიშვილის „მზაკვრული გეგმა“ და ახვლედიანის ორი გამოსავალი

ანალიტიკოს არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის „მზაკვრული გეგმის“ ნაწილია. 

„ქართულ ოცნებაში“ არსებულ ანომალიებზე ლაპარაკი მაშინ არ დამიწია, რაც პარტია დავტოვე. ერთი თვე არ იყო შესრულებული, როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველას ვუთარი, რომ პროცესი მიდოოდა ჩიხში. მაშინ არც არავინ იყო გამგონი და მახსოვს, რა ზიზღი იყო ჩემს მიმართ. უცებ კი არ მომხდარა 20 ივნისი, ამისკენ მიდიოდა ბიძინა ივანიშვილი ნაბიჯ–ნაბიჯ. ეს მისი წარმოუდგენლად მზაკვრული გეგმის შემადგენელი ნაწილია. ვამბობთ, რომ მას მრჩევლები არ ჰყავს და გონება დაკარგა  – ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მზაკვრული გეგმის განხორციელებას ის მინც ახერხებს“,– განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ახვლედიანმა. 

ახვლედიანის თქმით, „მზაკვრული გეგმა“ იმაში მდგომარეობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს: 

„ამას გეუბნებით არა როგორც დამკვირვებელი, არამედ იმ სამზარეულოს მეტ–ნაკლებად მცოდნე. კარგად ვიცნობ ივანიშვილს და გეტყვით, რომ ის თავისი გეგმის მიხედვით ის არსად აპირებს წასვლას. 20/30 შემთხვევით არ უთქვამს. როდესაც ის ადამიანურ რესურს ფიზიკურად ამოწურავს, არ იფიქროთ, რომ შემდეგ დემოკრატიას უბოძებს საქართველოს: მის ირგვლივ არაერთი მაფიოზია. ეს არის მმართველობის ანომალიური კლანი: უპირველესად, კალაძე  და სხვები. თუ ჩვენ მათ უფლება მივეცით, წარმატებით განაგრძობენ საქართველოს ღღრნას“.  

ახვლედიანი შექმნილი სიტუაციიდან ორ გამოსავალს ხედავს:  

„ერთი, საქართვლოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ეს მას ეხება. თუ ამას ვერ გავიაზრებთ, მერე გვიან იქნება. გააზრების შედეგი ის უნდა იყოს, რომ ყველა საქმე უნდა მივატოოთ, რადგან უფრო დიდი საქმე, ვიდრე ივანიშვილის მზაკვრული გეგმის ჩაშლაა, არ არსებობს. ამიტომ, უნდა გამოვიდეთ რუსთაველზე, ან სადაც ვართ იქ, თუმცა მტკიცედ. ასეთი პროტესტის გარეშე ამ ანომალიური მმართველობის დასრულება რთული იქნება. მეორე – დღეს ოპოზიციური ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მე მათ მეოთხედი საუკუნეა, ვიცნობ. შემიძლია, გითხრათ, რომ ჯერ კიდევ სუსტია მათი შეტყობინებები ივანიშილის მისამართით. უნდა გაიაზრონ ყველგან, უპირველესად ვაშინგტონში და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში, რომ თუ ივანიშვილი 7–წლიან მზაკვრულ გეგმას მომავალ წელს თავისი ჭკუით დაასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, როგორც პარტნიორს ჩვენს რეგიონში“.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე პროტესტი პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ დაიწყო, თუმცა 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართა და დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პიკეტირება მოახდინეს. 18 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში პიკეტი პოლიციამ ძალის გამოყენებით მოხსნა და ამის შემდეგ პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა დაგვიანებით განახლდა. პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები. სხდომას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდმარე უძღვებოდა, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის განცხადებით კი ახლა დებატების დრო არაა, ხელისუფლებამ კი დიალოგის რეჟიმი ამოწურა.

ოპოზიციური ლიდერები დღეს დიპლომატებსაც შეხვდნენ. 

რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებისას 20–მდე პირი დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პომპეო: "ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის"