ტრამპმა ბახტაძეს 26 მაისთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წერილში საუბარია ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე.

„წერილში ასევე საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის გამოხატული მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური გამოწვევის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხედველობაშია ის კონტრიბუცია, რომელიც შეგვაქვს აშშ-თან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp