ისტიტუტების რეიტინგში ეკლესია მეორე პოზიციას იკავებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, ისტიტუტების რეიტინგის პირველ სამეულში ჯარი, ეკლესია და მედია მოხვდნენ, კერძოდ, პირველ ადგილზეა არმია  86%-ით, მეორეზე – ეკლესია 85%–ით, ხოლო მესამეზე – ქართული მედია 72%–ით.

რაც შეეხება დანარჩენ პოზიციბს, პოლიციას 59% აქვს; საჯარო განათლებას - 51%; ადგილობრივი ხელისუფლებას - 46%; მთავრობას - 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისიას - 36%; პრემიერ მინისტრის ოფისს - 34%; პოლიტიკური პარტიებს - 28%; გუბერნატორებს - 27%; პროკურატურას - 27%; ეროვნული ბანკს - 27%; პრეზიდენტის ოფისს - 27%; სასამართლოს - 27%; პროფკავშირებს - 27%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მკვიდრმა 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"