Washington Examiner: "გაიცანით ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი"

ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით "გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი".

სტატიის  ავტორი ტომ როგანი აღნიშნავს, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ივანიშვილის პირობის უკან წაღება უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი წმინდად პუტინისებრი ოლიგარქია:

"იგი ხელისუფლებაში მოსვლისას თავს გვაჩვენებდა, თითქოს აფასებდა დასავლურ კავშირებს, დღეს ის პუტინის შემდგარი ლაქიაა. დროს იმაში ატარებს, რომ ამერიკულ და ევროპულ საინვესტიციო პროექტებს კლავს და კრემლისადმი აბსურდულ მოწიწებას იჩენს". 

წერილის ბოლოს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველზე".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრიტანეთის ელჩი ზურაბიშვილის განცხადებას აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება