ჰერბსტი: "მნიშვნელოვანია, მთავრობამ დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ გამოიყენოს"

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მნიშვნელოვანია, მთავრობამ დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ გამოიყენოს". 

"პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად. გასაგებია ის, რომ არსებობს ინტერესები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და გასაგებია ისიც, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ამას აპროტესტებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, მთავრობამ დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ გამოიყენოს",– აცხადებს ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. 

ცნობისთვის: თბილისში, პარლამეტთან აქცია ძალოვანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცველებმა 37 პირი , მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტი ხელისუფლების მიერ დადებული პირობის უკან წაღებას მოჰყვა. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან