იალოვიცი: "დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს"

საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი თბილისში განვითარებულ მოვლენებს "დემოკრატიის გზაზე საქართველო ს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს. 

მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მეთოდებით გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

"მთლიანად ვემხრობი [ამერიკის] საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე", – განაცხადა იალოვიცმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. 

იალოვიცმა პროპრორციული საარჩევნო ცვლილების მნიშვნელობის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ივნისში გაკეთებული განცხადება [პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით] ძალიან კარგი აზრი იყო. ახლა კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს. ყველა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემას შესაძლოა თავისი გამოწვევები ჰქონდეს იმ კუთხით, რომ პარლამენტში ბევრ პატარა პარტიას შეუძლია მოხვდეს. თუმცა, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ერთ პარტიას არ ექნება, თითქმის, დიქტატორული ძალაუფლება, ანუ კონსტიტუციური უმრავლესობა. ხალხი სწორედ ამას აპროტესტებს. რასაც ახლა მე ვუყურებ, ძალის გამოყენებას, ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნაბიჯი უკან".

ცნობისთვის: თბილისში, პარლამეტთან აქცია ძალოვანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცველებმა 37 პირი , მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტი ხელისუფლების მიერ დადებული პირობის უკან წაღებას მოჰყვა. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჟენევის მოლაპარაკებების თანამომხსენებლებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს