სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულების საქმე უნდა განიხილონ, შუქი ჩაქრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულების საქმე უნდა განიხილონ, შუქი ჩაქრა. 

სასამართლო საქმის განსახილველად აუცილებელია სხდომათა დარბაზის ელ-ენერგიით უზრუნველყოფა, რადგან სხდომების აუდიო და ვიდეო ჩაწერა მოხდეს. პროცესის დაწყებას 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ათობით ახლობელი და ნათესავი უკვე 2 საათია დერეფანში ელოდება. მათ შორის არიან "რესპუბლიკელები", მოძრაობა სირცხვილია, მოძრაობა "შეცვალე".

ცნობისთვის: გუშინ თბილისში, პარლამეტთან აქცია ძალოვანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცველებმა 37 პირი , მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტი ხელისუფლების მიერ დადებული პირობის უკან წაღებას მოჰყვა. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს