ბად ქუთი: „გაზპრომის“ ნდობა, თუნდაც დივერსიფიკაციისთვის, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით უფრო დაუცველს ხდის“

არსებობს თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ საქართველომ დივერსიფიკაციის მიზნით რუსული გაზი შეიძინოს?რამდენად სანდო შეიძლება, იყოს დივერსიფიკაცია, როდესაც საქმე შანტაჟის მოყვარულ რუსულ „გაზპრომს“ ეხება? რა სარგებელს მოუტანს თბილისს ირანიდან სომხეთის გავლით "გაზპრომის" კუთვნილი მილსადენით გაზის შესაძლო იმპორტი? - ამ თემებზე «აქცენტი» ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგიის ცენტრის ექსპერტ ბად ქუთს ესაუბრა:

– ბატონო ქუთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ დივერსიფიკაციის მიზნით საქართველო რუსული გაზის იმპორტიტებას გეგმავს. ხედავთ თუ არა ამ ეტაპზე გაზის ბაზრის დივერსიფიკაციის გადაუდებელ აუცილებლობას და მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას?

– ვფიქრობ, უკვე წლებია, აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ საქართველოსთვის გაზის საიმედო მომწოდებელია. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დივერსიფიკაციისთვის მყისიერი ნაბიჯები გადადგას, მით უფრო, როცა საქმე რუსულ „გაზპრომს“ ეხება.

– საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია დივირსიფიკაცია რუსული „გაზპრომით“?

– „გაზპრომმა“ უკვე ბერჯერ დაამტიკიცა, რომ არამარტო საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვის გაზის არასანდო მიმწოდებელია: ვხედავთ, რომ რუსეთი „გაზპრომს“ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის იარაღად იყენებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული. ამდენად, ზოგადად, ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, კარგი იდეაა, რათა ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა, მაგრამ ენდო „გაზპრომს“ თუნდაც დივერსიფიკაციისთვის - ეს საქართველოს უფრო დაუცველს გახდის. 

–სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სომხეთის გავლით ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის საკითხი განიხილეს. თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია ეს საქრთელოსთვის როგორც გეოპოლიტიკური, ისე გეოეკონომიკური თვალსაზრისით?

– დავიწყოთ იმით, სურს და შეუძლია თუ არა ირანს, ექსპორტზე მეტი გაზი გაიტანოს: თეირანისთვის გაზის ექსპორტზე გატანა მთავარი პრიორიტეტი არ არის, მისთვის მეტად პრიორიტეტულია გაზის გაზრდილი შიდა მოხმარების უზრუნველყოფა, გაზის მიწოდება ირანული ნავთობქიმიური მრეწველობის ხელშესაწყობად და ნავთობსაბადოებისთვის, რათა გაზარდოს ნავთობპროდუქტების წარმოება.

ამავე დროს, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთმა, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს სომხეთზე, ერევანს ნება დართოს, ირანული გაზი ხელახალ ექსპორტზე გაიტანოს საქართველოში: ფაქტია, რომ როცა საქმე ეხებოდა ირანული გაზის სომხეთში ექსპორტს, რუსეთი ირწმუნებოდა, რომ მილსადენის დიამეტრი შეზღუდული იყო და რომ სომხეთს არ ჰქონდა საკმარისი უნარი, ირანიდან მიწოდებული გაზი ხელახალ ექსპორტზე გაეშვა.

–სადღეისოდ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას?

–ირანიდან გაზის ექსპორტი თბილისისთვის შესაძლოა, გარკვეულწილად სასარგებლო იყოს, თუმცა არსებული რუსული პოლიტიკის პირობებში უმჯობესია, ირანიდან გაზის იმპორტი აზერბაიჯანის და არა სომხეთის გავლით განახორციელოს, რომელზეც რუსული გავლენა კვლავინდებურად ძლიერია. აზერბაიჯანის სამხრეთში შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა, რაც ირანული გაზის საქართველოში ექსპორტს შეუწყობს ხელს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"