იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. მასზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული. გარდა ტერორიზმთან კავშირისა, მას ნარკოდანაშაულს, ყაჩაღობას და ფულის გათეთრებას ედავებიან. 

იტალიური მედიის ცნობით, პოლიციამ ქართველი მამაკაცი თანამზრახველის ბინაში აიყვანეს. ამ დროისთვის ის საპატიმროშია გადაყვანილი. დაკავებულის ექსტრადირება შესაძლოა, ესპანეთში განხორციელდეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს