გოცირიძის პერფორმანსი: „გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ!“

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, –  ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ენმ ძალაში ტოვებს საკუთარ მოთხოვნებს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს მთავრობა და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართოს.

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს.

"რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომების იქით ვერ მიდის.

როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს. მომავალ კვირას არის პლენარული სხდომა და ის ჩატარდება ჩვეულებრივ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება