ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით დე ფაქტო საზღვრის გახსნის მნიშვნელობას აღნიშნავენ

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით დე ფაქტო საზღვრის გახსნის მნიშვნელობას აღნიშნავენ. ამის შესახებ მათ დღეს ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. 

„ჩვენი ზაფხულის შეხვედრიდან დღემდე მოხდა გარკვეული ცვლილებები, რომლებიც არცთუ სასიამოვნო ხასიათისაა და ამას ვფიქრობ, ყველა ეთანხმება. ვთვლი, რომ აუცილებელი განვიხილოთ გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. მთლიანობაში ჟენევის მორიგ რაუნდზე პროდუქტიულ მუშაობას ველით“, – განაცხადა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ტოივო კლაარმა.

საკონტროლო–გამშვები პუნქტების დახურულობის გამო შეშფოთება გამოთქვა თანათავმჯდომარემ გაერომ ჯიჰან სოლთანოღლუმაც: 

„ეს თემა საკმაოდ გვაშფოთებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რაც შეეხება ძალის არ გამოყენების პრობლემას, რომელსაც ცხინვალი აყენებს, ვიმედოვნებ, ამ მხრივ ახალი ხედვებისა და იდეების შემოტანას შევძლებთ“. 

თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საიუბილეო – 50–ე რაუნდზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და თავად ამ ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი „განსაკუთრებით საზღვრებზე ბოლოდროინდელი ესკალაციის პირობებში“.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა