შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმის გამოძიება შეწყვიტა
Posted on
, მსოფლიო
შვედეთის პროკურატურამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარე იმ საქმის გამოძიება, რომელიც „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ იყო აღძრული.
ცნობისთვის: გამოძიების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავად ასანჟი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.