ცქიტიშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს

დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ დატოვა, ფრაქციის შექმნის საკითხზე საუბრობს.

„კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ დატოვა, ფრაქციის შექმნის საკითხზე საუბრობს.

„კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს“, - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვების შესახებ გამოაცხადეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება