საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაშა ჭითლაძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, ის ამას პროტესტის ნიშნად აკეთებდა, თუმცა აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას გაარიდეს.

ამ დრისთვის სასამართლოში 18 ნოემბერს პარლამენტთან დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება