რუსთაველზე დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა საქმის განხილვა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მათი საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს, 13:00 საათიდან განახლდება.

მოსამართლემ ასევე იმსჯელა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა ხვალ, 17:50 საათზე გაგრძელდება.დაკავებულებმა სასამართლოში განვითარებული მოვლენები ზეწოლის მცდელობად შეაფასეს, რადგან მათი თქმით, "40 საათის განმავლობაში აყურყუტეს სასამართლოს სარდაფებში". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება