თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაკვირვება გამოხატა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე, რომლის თანახმად რუსეთი არ ასრულებს სირიის შესახებ შეთანხმებას, რამაც შესაძლოა თურქეთი აიძულოს კვლავ განაახლოს სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში.

რუსეთის სამხედრო უწყებაში მიიჩნევენ, რომ თურქეთის განცხადებას შესაძლოა, რეგიონში სიტუაციის გართულება მოჰყვეს. 

"რუსეთი ბოლომდე ასრულებს ნაკისრ ვადებულებას, რაც თურქეთის საზღვრიდან ქურთების დაშორებაში მდგომარეობს",- ირწმუნებიან მოსკოვში. 

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ი და რუსეთი არ ასრულებენ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს: 2019 წლის 22 ოქტომბრის შეთანხმებით თურქი და რუსი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას უნდა ახორციელებდნენ თურქეთ-სირიის საზღვარზე მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქურთების უკმაყოფილებას იწვევს. 18 ნოემბერს ქურთებმა აალებადი ნივთიერებებით სავსე ბოთლები დაუშინეს შერეულ პატრულს. უცნობია, დაშავდნენ თუ არა ამ ინცინდენტის დროს რუსი სამხედროები.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება