ეუთო-ს გენმდივანი:"იმედი მაქვს, ქართველი ექიმი საყვარელ ადამიანებს უახლოეს ხანში დაუბრუნდება"

ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ეს განცხადება ტომას გრემინგერმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგმა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“, – წერს ტომას გრემინგერი.

ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება"