გერმანია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის  ვაა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას“, – წერს ზიბერტი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო უწყება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 


ცნობისთვის: ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა