მინისტრი: „უკრაინა რუსეთთან გონივრული კომპრომისისთვის მზადაა“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევი მზადაა, რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე „გონივრულ კომპრომისზე“ წავიდეს და განწყობილია ღია საუბრისა და ახალი იდეებისთვის. ამის შესახებ მან გერმანელ კოლეგა ჰეიკო მაასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის: ნორმანდიულ ფორმატში მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი დეკემბერშია დაგეგმილი. წინა შეხვედრა 2016 წელს გაიმართა, მაშინ 2015 საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივით მიღებული სამშვიდობო გეგმის ფარგლებში უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლი რამდენჯერმე წყდებოდა, თუმცა ვერც ერთი ზავის შენარჩუნება საბოლოოდ ვერ მოხერხდა და უკრაინა რუსეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების პირობა დადო, თუმცა როგორც კრიტიკოსები მიიჩნევენ, იგი მოსკოვის წინაშე მეტისმეტად ბევრ დათმობაზე მიდის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა