აქციაზე დაკავებულთა პროცესზე მოსამართლემ სერგო რატიანი და ლაშა ჩხარტიშვილი დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს განიხილავს,  სხდომათა დარბაზიდან სამი პირი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი გააძევა. 

მოსამართლის განცხადებით, გაძევებულებმა სხდომათა დარბაზში წესრიგი დაარღვიეს.

დარბაზიდან გასვლისას ლაშა ჩხარტიშვილმა ფილიშვილს “ივანიშვილის მონა მოსამართლე” უწოდა.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ მოსამართლემ დარბაზიდან გაღიმების გამო გააგდო.

ამ წუთებში სასამართლოში ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს. გიგა მაქარაშვილს, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ნადირაძეს, დავით მჟავანაძესა და პაატა სოსონაშვილს შსს ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები 18 ნოემბერს პარლამენტთან დააკავეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პომპეო: "ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის"