სოხუმი: "კოდორის ხეობაში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია"

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება. ამაში დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს რუსეთის სამაშველო უწყების ავიაცია ეხმარება.

“ვერტმფრენმა Ми-8-მ იმუშავა გაგრის რაიონში, ხოლო თვითმფრინავმა БЕ-200-მა ხანძრის კერები კოდორის ხეობაში აღმოფხვრა. თითოეულმა დღე-ღამის განმავლობაში 18-18 აფრენა და წყლის ჩამოფრქვევა განახორციელა. აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფები ხანძარს მიწიდანაც ებრძოდნენ, კერძოდ, გაგრის რაიონში. სადღეისოდ ხანძრის მთელი ტერიტორიის თითქმის ნახევარზე ცეცხლი ლიკვიდირებულია”, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება"