გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას.

„მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.

გიორგი რურუა პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა