გერმანია ნატო-სთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

გერმანია გამოდის ინიციატივით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური აზროვნების გასაძლიერებლად შეიქმნას ახალი საექსპერტო ჯგუფი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება აღიქმება როგორც რეაქცია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებაზე, რომელიც ორგანიზაციის „ტვინის სიკვდილს“ შეეხებოდა.

„ნატომ ცოტა ხნის წინ გარკვეული სტრეს-ტესტი გაიარა. გვინდა, რომ ნატოში ნდობა აღდგეს“ , - განაცხადა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბერლინში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება გერმანიის მკაფიო და ძლიერ გზავნილს ნატოს მხარდასაჭერად და მოუთმენლად ელის გერმანიასთან ერთად ამ წინადადების განხილვას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"